პროექტის სახელწოდება: ზესტაფონი
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები სწავლობენ იმერთის ერთ–ერთი ქალაქის ზესტაფონის ისტორიას, აწყობენ ექსკურსიებს ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ზესტაფონის ისტორიას. მოიპოვებენ ამ ქალაქის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს, შეისწავლიან საზღვრებს, დემოგრაფიულ მონაცემებს, ფლორას, ფაუნას,მოიძიებენ მასალებს რაიონის გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისას, შეისწავლიან ლიტერატურას, ხელოვნებას, კულტურას, მოახდენენ შედარებას მეზობელ რაიონულ ცენტრებთან.
მონაწილეთა ასაკი: 10 – 18 წელი.
ვადები/ ხანგრძლიობა: 2010– 2011 წელი.
პროექტის შესაძლო აქტიობები კლასში: პროექტზე მუშაობის პროცესში ბავშვები მოაწყობენ ექსკურსიებს, გადაიღებენ ფოტოებს, გააკეთებენ ფოტოალბომს და მოაწყობენ გამოფენას, შექმნიან ვიდეო მასალას, გააკეთებენ ჩანაწერებს, შეიქმნება ელექტრონული ჟურნალი,მომზადდება პრეზენტაცია და ჩატარდება პოეზიის საღამო.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: შეიქმნება მოსწავლეთა ნამუშევრებისა და ზესტაფონის გამოჩენილი ადამიანების ფოტო ალბომი, შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ გალერეა, სადაც
განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრაბი.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/ სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი:ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი და გვარი: მაყვალა ბერაძე
პროექტის ფალსიტატორის ელ– ფოსტა: m.beradze62@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http://mberadze62blogspot.com